LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერმა წვიმამ და ქარმა ლაგოდეხის რაიონი დააზარალა

55

კახეთში წუხელ ძლიერი წვიმა და ქარი იყო, სტიქიამ ლაგოდეხის რაიონის სამი სოფელი მნიშვნელოვნად დააზარალა. აფენში, გვიმრიანში და ჭაბუკიანში საცხოვრებელ სახლებს ქარმა სახურავი გადახადა, სკოლის ეზოში კი ხე წააქცია, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. ზარალის დათვლა დღეს დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები