LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ გლდანში ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა

73

ცოტა ხნის წინ ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო დედაქალაქში, კონკრეტულად კი გლდანში. დაიტბორა მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია, სადაც განთავსებულია სავაჭრო ობიექტები, სადაც წყლის ძლიერი ნაკადი შევარდა. მოვაჭრეების დასახმარებლად ადგილზე მაშველები მივიდნენ და წყალი ამოტუმბეს.

ხიზანიშვილის ქუჩაზე წყლის ძლიერი ნაკადის გამო ცოტა ხნით ტრანსპორტის მოძრაობაც შეფერხდა.

ძლიერი წვიმა და სეტყვა გლდანში დაახლოებით ნახევარი საათი გრძელდებოდა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები