LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძმურად, 100 ევროს ვერ მომცემო?” – სააკაშვილი ქართველ ახალგაზრდასთან ერთად მგზავრობას იხსენებს

38

მიხეილ სააკაშვილმა, “კვირის აქცენტების” ეთერში, ჰოლანდიაში, მატარებელში ერთ-ერთ ქართველ ახალგაზრდასთან შეხვედრის შესახებ მოყვა.

სააკაშვილის თქმით, ეს ახალგაზრდა, რომელიც საკმაოდ წარმატებული სტუდენტი უნდა ყოფილიყო, მარიხუანას მოხმარებისგან დეგრადირებული იყო.

“ორი თვის წინ, ჰოლანდიაში მატარებლით მივდიოდი და დამემგზავრა ვიღაც ქართველი ბიჭი. მომიყვა, რომ შვედეთში იყო და რამდენჯერმე დაიჭირეს, მარიხუანას საჯარო ადგილებში მოხმარებისთვის, პლანის გამო შეყვარებული დამშორდაო, მერე ამოიღო ეს [მარიხუანა] და აჰა, მოწიე არ გინდაო? რა კარგია აქ რომ ეწევიანო.

მე ვუთხარი, ახლა დამალე… ჰოლანდიაშიც არ არის დაშვებული, მატარებელში თუ მოწევ აქაც მოვა პოლიცია, დაგაჯარიმებენ და მატარებლიდან ჩაგიყვანენ-მეთქი.

დაახლოებით, ოცი წუთის განმავლობაში ვსაუბრობდით. მივხვდი, რომ ეს ბიჭი ფსიქოლოგიურად ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო. რომ ჩადიოდა მითხრა, რომ 100 ევროს ძმურად ვერ მომცემო? ფული არ მაქვს საერთოდო. 100 არა, 50 მივეცი, შემეცოდა, მაგრამ რა აზრი აქვს…

მივხვდი რომ ეს ადამიანი იყო ბოლომდე დეგრადირებული. მე არ მინდა, რომ ჩემი შვილი, თქვენი შვილები, იყვნენ “პლანაქეშები,” – მოყვა მიხეილ საააკაშვილმა.

მანვე, განმარტა, რომ მარიხუანას მოწევისთვის ადამიანს არ უნდა სჯიდნენ, თუმცა ეს საქმიანობა არ უნდა იყოს წახალისებული.

მიხეილ სააკაშვილმა, გადაცემაში ასევე განაცხადა, რომ მარიხუანა გასინჯული აქვს, მძიმე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ კი არასდროს ყოფილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები