LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძველი მეგობრების გარემოცვაში ბრედ პიტი თავისუფლებით ტკბება

54

როგორც ჩანს, ანჯელინა ჯოლისთან სკანდალური დაშორების შემდეგ, 53 წლის ბრედ პიტი თავისუფლებით ტკბობას სწავლობს. მსახიობი ჯერ არ ჩქარობს ვინმესთან რომანის გაჩაღებას, რადგან განქორწინების პროცესი ოფიციალურად ჯერ არ დასრულებულა, თუმცა პიტი ძველი მეგობრების გარემოცვაში, რომლებსაც ანჯელინას პერიოდში თითქმის აღარ ეკონტაქტებოდა, აქტიურად ერთობა.

მსახიობს ახალი ჰობიც აქვს და ეს სკულპტორ ტომას ჰაუსიგოს გაკვეთილებია, რომლითაც ბოლო დროს ის განსაკუთრებით დაინტერესდა.

ცნობილი ხდება ისიც, რომ ბრედმა და ანჯელინამ ბოლო დროს ურთიერთობაც აღადგინეს. მსახიობები იმედოვნებენ, რომ ბრევრ პრობლემას პირადად მოაგვარებენ და ამის საშუალებას მათ პრესაც მისცემს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები