LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძვირდება თუ არა სამარშუტო ტაქსებით მგზავრობა?

117

”თბილისის მიკროავტობუსი” სამარშუტო ტაქსებით მგზავრობის შესაძლო გაძვირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და ჭორს უწოდებს.

როგორც ”ფორტუნასთან” კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნათია მიქიაშვილმა განაცხადა, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ამის შესახებ კომპანიაში მსჯელობა არ მიმდინარეობს.

”ამ ეტაპზე არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. არ ვმსჯელობთ ამ საკითხზე. თუკი რამე შეიცვლება, აუცილებლად შევატყობინებთ ამას საზოგადოებას”, – განაცხადეს კომპანიაში.

მედიასაშუალებებში ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ სამარშუტო ტაქსებით მგზავრობის საფასური 1 ლარამდე ძვირდება. ინფორმაცია რამდენიმე სააგენტომ მძღოლებზე და კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.

პოპულალურები