LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე რამოდენა გაზრდილხარ: მუნდიალის ფეხბურთელები სიმაღლეში (ინფოგრაფიკა)

76

მსოფლიო ჩემპიონატის ფეხბურთელების სიმაღლეები ამპლუების მიხედვით.

როგორც ირკვევა თავდამსხმელები ნახევარმცველებზე ოდნავ მაღლები არიან, ყველაზე ტანმაღლები კი მეკარეები ყოფილან.

რუსეთის მუნდიალის ყველაზე ტანმაღალი მოთამაშე ხორვატების მეკარე ლოვრე კალინიჩია – 201 სმ. მას სულ ოდნავ ჩამორჩება დანიელი მცველი იანიკ ვესტერგორი – 200 სმ. ძალიან მაღლებში ასევე შედიან: ტიბო კურტუა (ბელგია), ფრედერიკ შრამი (ისლანდია), რობინ ოლსენი (შვედეთი), ნვანკვო (ნიგერია), კუნ კასტელსი (ბელგია), ალექს როდრიგესი (პანამა).

ყველაზე ტანდაბლებია არიან – პანამელი ალბერტო კინტერო, შვეიცარიელი ჯერდან შაქირი და საუდელი იახია ალ შერი – 165 სმ.

ბარემ წონაზეც ვთქვათ: ყველაზე მძიმეწონოსანია პანამელი მცველი რომან ტორესი – 99 კგ. აი ყველაზე მსუბუქები აღმოჩნდნენ ნახევარმცველები – იაპონელი ტაკასი ინუი, მექსიკელი ხავიერ აკინო და მაროკოელი მუბარაკ ბუსუფა – 59 კგ.

 

მოგეხსენებათ, მსოფლიო პირველობაზე 32 გუნდი გამოდის. თითო მათგანს 23 ფეხბურთელი ყავს განაცხადაში, რაც გამოდის, რომ ჯამში 736 ფეხბურთელია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები