LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. აფხაზეთის დელეგაცია საქმიანი ვიზიტით იტალიაში იმყოფებოდა

81

დე-ფაქტო აფხაზეთის დელეგაცია საქმიანი ვიზიტით იტალიაში იმყოფებოდა, ინფორმაცია და ფოტოები „ფეისბუქის“ გვერდზე MidAbhazii განთავსდა.

 

უწყების ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში მარიონეტული რეჟიმის მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ, მათ შორის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე, ე.წ. ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელი და ა.შ.

 

„ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო 79-ე საერთაშორისო გამოფენაში Fiera del Levante ქალაქ ბარში, იტალიაში. Fiera del Levante -ში ყოველწლიურად 2 ათასამდე იტალიური და უცხოური კომპანია საკუთარი პროდუქციის ფართო ასორტიმენტს წარმოადგენს.

 

საგამოფენო ცენტრში განთავსებულია, ასევე, ერების პავილიონი, სადაც თითოეული დელეგაცია საკუთარ ქვეყანას წარადგენს. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებულ მადლობას უხდის თანამშრომლობისთვის ვიტო გრიტანის,“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც, სავარაუდოდ, ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები