LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. ციანიდის საქმეში დევს ინტიმური ვიდეომასალა – პროკურორი

103

ე.წ ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესზე მხარეთა შუამდგომლობების განხილვა საჯარო გახდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მხარეებთან 5 წუთიანი მოთათბირების შემდეგ მიიღო.

მოსამართლემ მხარებისგან მოისმინა პოზიციები, თუ რატომ უნდა დახურულიყო, ან არ დახურულიყო სხდომა.

საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ  ე.წ. ციანიდის საქმეში დევს ინტიმური ვიდეომასალა, რომელიც როგორც ბრალდებულ გიორგი მამალაძეს, ასევე მესამე პირს ეხება.

“მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულმა განაცხადა, თითქოს მას დასამალი არაფერი აქვს, არსებობს ასევე მესამე მხარის, საზოგადოების ინტერესები და ჩვენ ვერ ვისაუბრებთ გიორგი მამალაძის პირად ცხოვრებაზე ღიად. ასევე როგორც მოგეხსენებათ, ცალკე მიმდინარეობს ძიება ბრალდებულის შესაძლო თანამზრახველების გამოსავლენად. გამოძიების დაწყების მომენტიდან პროკურატურამ ამ საქმეზე ინფორმაციის გამჟღავნება შეზღუდა”, – განაცხადა პროკურორმა.

 

“ინტეპრესნიუსის” ფოტო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები