LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს სასამართლოს ჩვენებას პატრიარქის ნათესავები აძლევენ

91

ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა სასამართლოში დღეს პატრიარქის ნათესავების დაკითხვით გაგრძელდა.  ამ წუთებში პროცესზე ჩვენებას ილია მეორის დის შვილი, ქეთევან შიოლაშვილი, აძლევს.

სასამართლოზე უკევ გამოვიდა პატრიარქის ძმის შვილი, მეუფე დიმიტრი.

როგორც მან სასამართლოს შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, სასამართლოში დაკითხვისას დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ურთიერთობის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა.

“აინტერესებდათ ჩემგან, რა ურთიერთობა მქონდა მასთან და ვუპასუხე, რომ უერთიერთობა მქონდა, როგორც მღვდელმთავარს,” – აღნიშნა მეუფე დიმიტრიმ და დასძინა, რომ  “მე მივეცი ჩვენება, რომ მას ვიცნობ, მქონდა ურთიერთობა და ა.შ. ვისაუბრე სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა”.

ქეთევან შიოლაშვილმა კი გამოძიებას გერმანიაში პატრიარქის სამკურნალო ვიზიტის შესახებ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია. სხდომა დახურულია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები