LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ მსჯელობას წმინდა სინოდიც გეგმავს

66

ე.წ.  „ციანიდის საქმის“ სასამართლო განხილვების შემდეგ, საკითხზე მსჯელობას სინოდიც გეგმავს. სასულიერო პირებმა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით გუშინ საპატრიარქოში იმსჯელეს.

ოქმის თანახმად, კანონიკური სამართლის ფორმატში საქმის განხილვა სააპელაციო და საკასაციო სამართალწარმოების დასრულებამდე გადავადდა.

ციანიდის საქმე სინოდის სხდომაზე ბოლო საკითხად გავიდა. სულ მღვდელმთავრებმა ოთხ თემაზე იმსჯელეს.

პროცედურების დასრულების შემდგომ, წმინდა სინოდი საეკლესიო კანონების მიხედვით საფუძვლიანად შეისწავლის საქმის არსს, რაც ეკლესიაში საბოლოო, ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს,“-აცხადებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები