LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. ეკომიგრანტებს საცხოვრებელი სახლები საკუთრებაში გადაეცემათ

88

დროებით მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები ე.წ. ეკომიგრანტებს საკუთრებაში გადაეცემათ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინიტრ სოზარ სუბარის განცხადებით, 1000-ზე მეტი ასეთი საკუთრება ეზოთი და შენობა-ნაგებობით, უკვე აზომილია.

ამასთან, მისივე თქმით, უკვე არსებობს მთავრობის დადგენილება 235 სახლზე, რომელიც ე.წ. ეკომიგრანტებს საკუთრებაში უნდა გადაეცეთ.

„მთავრობის დადგენილებიდან სამი თვის ვადაში, ეკომიგრანტმა ან დევნილმა თუ არ გადაიფორმა სახლი, ეს დადგენილება უქმდება და თავიდან იწყება პროცედურა. ამიტომაც ჩვენი სამინისტროს თანამშრომლები მიდიან თითოეულ ოჯახში და ეხმარებიან მათ, რომ საჯარო რეესტრში დაირეგისტრირიონ საკუთრება“ – განაცხადა სუბარმა.

გარდა ამისა, სუბარის ინფორმაციით, 144 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინა დაუკანონდა.

„მთლიანობაში 11 245 ოჯახია ასეთი, რომელსაც ამ 3 წლის განმავლობაში გადაეცა ბინა. ეს პროცესი გრძელდება“ – განაცხადა სუბარმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები