LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული არასრულწლოვანი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს

81

ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული 17 წლის ჯონი გოგიჩაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულია.

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადატურებენ.

ე.წ. მესაზღვრეებმა გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბერშუეთის განაპირას სოფელ სობისის მცხოვრები არასრულწლოვანი, 17 წლის ჯონი გოგიჩაშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც ის 16 სექტემბერს სოფელ სობისიდან ბერშუეთში სკოლაში წავიდა.