LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. მესაზღვრეებმა ორი ადგილობრივი მცხოვრები დააკავეს

84

საოკუპაციო ხაზთან, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდიწყაროს განაპირას ე.წ. მესაზღვრეებმა ორი ადგილობრივი მცხოვრები დააკავეს. მოსახლეობის ინფორმაციით, დაკავება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.
დეფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. ძალოვანი უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოს ორმა მოქალაქემ დეფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა, რის გამოც დააკავეს.
ჯერჯერობით დაკავებულების ოჯახებს არავინ დაკავშირებია .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები