LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ბერშუეთთან არასრულწლოვანი დააკავეს

57

ე.წ. მესაზღვრეებმა გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბერშუეთის განაპირას სოფელ სობისის მცხოვრები არასრულწლოვანი, 17 წლის ჯონი გოგიჩაშვილი დააკავეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებული ახალგაზრდა ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორშია გადაყვანილი.

ე.წ. მესაზღვრეების მიერ 17 წლის ჯონი გოგიჩაშვილის დაკავებას “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა შესაბამისი უწყება ჩაერთვება დაკავებულის გასათავისუფლებლად.

”ყველა შესაბამისი უწყება ჩაერთვება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დროულად მოხდეს დაკავებულის გათავისუფლება”- განაცხადა კახა კალაძემ.

მედიაში გავრცელებული ცნობით, უკვე მოქმედებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი. ასევე დაკავებული ახალგაზრდას გათავისუფლების პროცესში ჩართულები არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები