LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ზარდიანთკარის მკვიდრი “საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის” მესამედ დააკავეს

106

”სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არალეგალურად შეღწევის მცდელობისას საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევი მესაზღვრეებმა მესამედ დააკავეს,” – ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური იუწყება.

„ბესტაევი 30 ოქტომბერს ცხინვალის რაიონის სოფელ ხელჩუას მახლობლად დავაკავეთ. 31 ოქტომბერს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ მუხლით. დადგინდა, რომ ბესტაევი ანალოგიური დანაშაულისთვის აგვისტო-სექტემბერშიც იყო დაკავებული და მაშინ მას ადმინისტრაციული პასუხისმგელობა დაეკისრა“, – განაცხადეს ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში.

გუშინ ოკუპირებული ცხინვალის რაიონულმა სასამართლომ ბესტაევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები