LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია მთავრობის პირველივე სხდომაზე იქნება მიღებული

115

ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია მთავრობის პირველივე სხდომაზე იქნება მიღებული, – ეს განცხადება პრემიერმინისტრობის კანდიდატმა „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის კითხვის პასუხად გააკეთა. როგორც ცნობილია, დღეს პრემიერობის და მინისტრობის კანდიდატებს პარლამენტში უსმენდნენ.

“როგორც იურისტები მიხსნიან, თარიღის გადაწევა მოხდა იმ მიზეზით, რომ ამ პროცესში მთავრობა არ ფუნქციონირებდა და მთავრობის პირველივე სხდომაზე მოხდება დოკუმენტის გატანა, ხელის მოწერა და იმ პროცედურების გატარება, რაც საჭიროა. რაც შეეხება კონსულტაციებს, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ კონსულტაციებს ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან, რომ ამ სიას კონკრეტული ძალა მიეცეს,“ – განაცხადა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია 15 ივნისამდე უნდა ყოფილიყო მიღებული.