LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. პიჯაკების საქმე – დღეს სააკაშვილის და ჯანაშიას ადვოკატები შუამდგომლობას დააყენებენ

114

დღეს საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმე მასაჟისტ დოროტი შტეინის, იგივე დოქტორ დოტის, საქარელოში ვიტის დროს დახარჯული თანხის ნაწილით განახლდება.

როგორც პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა დავით კაკოიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, დღეს ისინი, ახლადაღმოჩენილი გარემოების გამო, შუამდგომლობის დაყენებას აპირებენ.

მისი თქმით, მათ გააჩნიათ წერილობითი მტკიცებულება, რომ პრეზიდენტმა ობამამ 8-წლიანი პრეზიდენტობის დროს მხოლოდ შვებულების დროს დასასვენებლად 85 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა და მას ამას დანაშაულად არავინ უთვლის. შესაბამისად, ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მასთან დაკავშორებული საკითხები იმდენად დელიკატური და საფრთხილოა, რომ ამ მიმართულებით დახარჯული თანხა დიდი არ არის.

გამოძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტსა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს 8 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას ედავება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები