LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. პროკურატურამ ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დაპატიმრება მოითხოვა

52

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ ე.წ.სამხედრო სასამართლოს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის, რაშიდ კანჯი-ოღლის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა.

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯი-ოღლი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან დაითხოვეს.
კანჯი-ოღლის წინააღმდეგ გამოტანილია დადგენილება განზრახ მკვლელობის მუხლით.

დე ფაქტო სამხედრო პროკურატურის ცნობით, რაშიდ კანჯი-ოღლის საქმე შემდგომში გადაეცემა სასამართლოს.

რაშიდ კანჯი-ოღლი საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას განზრახ მკველობაშია ბრალდებული. ტრაგიკული შემთხვევა 19 მაისს, სოფელ ხურჩაში მოხდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები