LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია მზადაა და პარლამენტს ახალი მთავრობა წარუდგენს – მამუკა მდინარაძე

22

ფრაქცია„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია მზად არის, რომელსაც პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგენს.

„მთავრობამ სია უნდა დაამტკიცოს. განვითარებული მოვლენების გამო შეუძლებელი იყო, მთავრობას სხდომა მოეწვია და სია დაემტკიცებინა. როცა მთავრობა შეიკრიბება, პირველივე სხდომაზე სიას დაამტკიცებს და პარლამენტში გადმოგზავნის. მთავრობას შეეძლო, რომ მანამდე სია წარედგინა, მაგრამ როგორც მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, სხდომა ბოლო დღეებში იყო დაგეგმილი და იმის გამო, რომ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა, იძულებული გახდნენ, ახალ მთავრობას დაელოდონ. პრეტენზია ადეკვატური და რელევანტურია იმის შესახებ, რომ სია მანამდე გადმოეგზავნათ, მაგრამ გასაგებია ისიც, რომ შეუძლებელი იყო, სია დღეს გამოეგზავნათ, რადგან მთავრობას არ დაუმტკიცებია”, – განაცხადა მდინარაძემ. 

„ევროპული საქართველოს” ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას საკანონმდებლო ორგანოსთვის ე.წ.ოთხოზორია-ტატუნაშვის სია ამ დრომდე არ წარუდგენია. პარლამენტმა აღმასრულებელ ხელისუფლებას „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის წარდგენა 15 ივნისამდე დაავალა, რაც რეზოლუციით განისაზღვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები