LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

EBRD: საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ჩვენს პროგნოზს გადააჭარბებს

60

საქართველო EBRD-ის წლევანდელ პროგნოზს გადააჭარბებს. ამის შესახებ EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, საქართველო გადააჭარბებს EBRD-ის წლევანდელ პროგნოზს. რომელიც დაახლოებით 3,8%-ს შეადგენს, მით უმეტეს, რომ საქართველომ უკვე მიაღწია 4%-ზე მაღალ ზრდას“, – განაცხადა სუმა ჩაკრაბარტიმ.

EBRD-ის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო მომავალი წლის პროგნოზსაც გადააჭარბებს და 4%-ზე მაღალ ზრდას აჩვენებს.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ახალი პროგნოზის შესახებ ნოემბერში ისაუბრებს, თუმცა სუმა ჩაკრაბარტი დარწმუნებულია, რომ საქართველო, EBRD-ის საოპერაციო ქვეყნებთან შედარებით, სწრაფ ზრდას განაგრძობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები