LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

EBRD საქართველოში ნოვატორულ პროდუქტებს ნერგავს

94

EBRD აქტიურად ნერგავს ნოვატორულ პროდუქტებს საქართველოს ეკონომიკაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა EBRD-ის პრეზიდენტ სერ სუმა ჩაკრაბარტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში განხორციელებულ ინოვაციურ პროექტებს შორის ხაზგასასმელია EBRD-ის მიერ ადგილობრივ ბაზარზე ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების ემისია.

„აღნიშნულმა ინიციატივამ სტიმული მისცა სხვა საფინანსო ინსტიტუტებს მსგავსი პროექტების განსახორციელებლად. გარდა ამისა, რამდენიმე თვის წინ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ მოხდა საერთაშორისო ბაზარზე ლარის ფასიანი ქაღალდების გამოშვება, რამაც ასევე მისცა სტიმული სხვა ორგანიზაციებს. აღნიშნული პროდუქტები არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკის ზრდის მხარდასაჭერისა და საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისთვის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებულად აღნიშნა EBRD-ის წვლილი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში და განაცხადა, რომ ბანკის ახალი სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერაა.

„ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია EBRD-ის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მხარდამჭერი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ბანკებს მიეცათ შესაძლებლობა, ბიზნესის დაფინანსება განახორციელონ ეროვნულ ვალუტაში. ეს პროექტი ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ეს გახლავთ ახალი, ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოების მხარდაჭერა. პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია 110 მილიონი ევროს ოდენობის საკრედიტო ხაზის გამოყოფა ლარში“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები