LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

EBRD საქართველოსთან თანამშრომლობას სამაგალითოდ მიიჩნევს

88

“ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის ურთიერთობას სამაგალითო,“ – ამის შესახებ ბანკის პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ საქართველოს ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.

თავის მხრივ ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობა საქართველოში. მისი თქმით, ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. 2016 წელს ბანკმა ჩვენს ქვეყანაში 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ბანკის თანამშრომლობა და ფინანსური კონსტრიბუცია მომავალ წლებში გაიზრდება. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ასევე, ვრცლად ისაუბრა მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასა და მის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთან მიმართებაში ბანკის სტრატეგია თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმასთან.

შეხვედრაზე, ასევე, განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. მათ შორის, კაპიტალის ბაზრისა და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების ცალკეული მიმართულებების შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები