LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

EBRD, შესაძლოა, თბილისის LED-განათებებზე გადაყვანის პროექტში ჩაერთოს

49

დედაქალაქის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორს ბრუნო ბალვანერას შეხვდა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, EBRD პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით რამდენიმე მიმართულებით არის დაინტერესებული.

“ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. მე კარგი გამოცდილება მაქვს EBRD-თან ურთიერთობის. მინისტრობის პერიოდში, ძალიან ბევრი და საინტერესო პროექტი განხორციელდა. გვინდა ეს ურთიერთობა და გამოცდილება თანამშრომლობის გადმოვიტანოთ მერიაში. საუბარი გვქონდა, თუ რა მიმართულებით შეუძლია დახმარება და დაფინანსება EBRD-ს. ეს არის მეტროს რეაბილიტაცია როგორც ვაგონების, ასევე კომუნიკაციების კუთხით, ასევე ქალაქის LED-განათებებზე გადაყვანა. ასევე ძალიან აინტერესებთ და ჩართულები იქნებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პროცესში. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ძალიან მალე ყველაზე ლამაზი, მოწესრიგებული, სუფთა და ინფრასტრუქტურულად განვითარებული ქალაქი გვექნება. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დახმარებით ბევრ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ”, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები