LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ედი მერფი მეათედ გახდება მამა

249

მალე 57 წლის ედი მერფი მეათედ გახდება მამა. მისი რჩეული 39 წლის ავსტრალიელი მოდელი პეიჯ ბატჩერია, რომელიც პაპარაცებმა რამდენიმე დღის წინ დააფიქსირეს ლოს-ანჯელოსის ქუჩებში. მისსის ბიტჩერი, რომელსაც ყვავილებით მოხატულ კაბაში აშკარად ეტყობოდა მომრგვალებული მუცელი, უკვე ზრდის ორი წლის გოგონას იზი ანუს მერფისთან ერთად, თავად კომიკოსს კი, ხუთი შვილი ყოფილი მეუღლისგან ნიკოლ მერფისგან ჰყავს, სამი კი, მეგობარი ქალებისგან, რომელთა შორის ერთ-ერთი Spice Girls-ის ყოფილი სოლისტი მელ ბია.

ბატჩერი და მერფი უკვე ექვსი წელია ხვდებიან ერთმანეთს, თუმცა ურთიერთობის დაკანონებას რატომღაც არ ჩქარობენ. შესაძლოა, სწორედ მეორე შვილის შეძენამ აიძულოს მერფი ცოლობა სთხოვოს საყვარელ ქალს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები