LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ედი რედმეინი ორსულ მეუღლესთან ერთად საშობაო კონცერტზე გამოჩნდა (ფოტო)

177

ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ ედი რედმეინი და ჰანა ბეგშოუ მეორე შვილს ელოდებიან. წყვილს უკვე ჰყავს 1 წლის გოგონა აირისი, რომლის გადაღებაც პაპარაცებმა ამ დრომდე ვერ მოახერხეს. ამჯერად პოპულარული წყვილი ლონდონში გამართულ საშობაო კონცერტს დაესწრო. ნაძვის ხესთან გადაღებულ ფოტოზე ჰანას უკვე ეტყობა მუცელი, ის ფოტოებში მწვანე პალტოსა და ჯინსებში პოზირებს. ელეგანტური და დახვეწილი გამოჩნდა საქველმოქმედო კონცერტზე ედი რედმეინი და დამსწრე საზოგადოებას სიტყვითაც მიმართა.

მსახიობი პირადად შეხვდა პროფესორ სტივენ ჰოუკინგის ქალიშვილს, ლუსის. სწორედ ჰოუკინგის როლმა მოუტანა რედმეინს „ოსკარი“ და „ოქროს გლობუსი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები