LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ედი რედმეინმა ტეილორ სვიფტთან პაემანზე ისაუბრა

114

ჯოან როულინგის ახალი რომანის, „ჯადოსნური ცხოველები: სად ვიპოვოთ ისინი“ ეკრანიზაციაში მთავარ როლს ოსკაროსანი ედი რედმეინი ასრულებს, შესაბამისად მსახიობის მისამართით ბოლო დროს გადამეტებული ყურადღება შეინიშნება. პრომოუშენის ფარგლებში ის სხვადასხვა შოუებსა და გადაცემებს სტუმრობს. ამ დღეებში ის შოუს „Watch What Happens Live“ სტუმარი გახდა.

გარდა კარიერული სიახლეებისა, წამყვანი მისი და ტეილორ სვიფტის ურთიერთობითაც დაინტერესდა, რადგან გარკვეული პერიოდი პრესაში მუდმივად ისმოდა ჭორები მათი რომანის შესახებ. ედიმ გადაწყვიტა, არაფერი დაემალა და ტეილორთან პაემანის შესახებ მოყვა… რომელიც არ ყოფილა! რედმეინმა აღიარა, რომ ტეილორი 2012 წელს, ფილმი „მიტოვებული“ მოსმენაზე გაიცნო.

მსახიობმა მომღერლით აღფრთოვანება ვერ დამალა და განაცხადა, რომ მასთან ერთად შესრულებული რამდენიმე სიმღერა მისთვის დიდი მოვლენა იყო. „მაგრამ მინდა დაგამშვიდოთ – ჩვენ პაემანიც არ გვქონია“, – განაცხადა ედიმ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები