LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეგვიპტე ტურისტების მოსაზიდად მილიონებს დახარჯავს

59

მიმდინარე წლის ტურისტული სეზონისთვის ეგვიპტე რამდენიმე მილიონ დოლარს დახარჯავს. უფრო კონკრეტულად, შარმ ელ შეიხში ტურისტების მისაზიდად 10 მილიონი დოლარი გამოიყოფა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემები, ეგვიპტის ტურიზმის მინისტრზე იაჰია რაშიდზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ეგვიპტური მედიის ინფორმაციით, ტურიზმის მინისტრმა უკვე გასცა განკარგულება მომზადდეს კურორტ შარმ ელ შეიხის სარეკლამო რგოლი და ასევე განისაზღვროს ის ქვეყნები, სადაც კამპანია ჩატარდება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქვეყანა კვლავ განაგრძობს უსაფრთხოების ღონისძიებების გაძლიერებას წითელი ზღვის კურორტებსა და აეროპორტებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები