LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეგვიპტეში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა

96

ეგვიპტეში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა საავადმყოფოებში კი 133 დაშავებულს მკურნალობენ.

ჯანდაცვის მინისტრმა მსხვერპლის რიცხვის კიდევ გაზრდა არ გამორიცხა, რადგან დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.

სარკინიგზო კატასტროფა ალექსანდრიაში გუშინ მოხდა. ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა.

ავარიის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. დეტალების დასადგენად ეგვიპტის პრეზიდენტმა სამთავრობო საგამოძიებო კომისიის შექმნის განკარგულება გასცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები