LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეგვიპტის ზოოპარკში დამთვალიერებელს ზებრის ნაცვლად, მოხატულ ვირს უჩვენებდნენ

195

გვიპტეში, კაიროში, International Garden-ის პარკში, სადაც ზოოპარკის განყოფილებაცაა, დამთვალიერებლებს ზებრის ნაცვლად, შავ-თეთრად მოხატულ ზებრას უჩვენებდნენ. ამის შესახებ BBC წერს.

ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ერთ-ერთმა სტუდენტმა ზოოპარკში სტუმრობისას „ზებრას“ გათხაპნილი შავი საღებავი შენიშნა. დაკვირვების შემდეგ კი მიხვდა, რომ ის არა ზებრა, არამედ მოხატული ვირი იყო.

ფოტოები ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა. ბევრი ადამიანი წერს, რომ ზებრებს შავი ცხვირი აქვთ, ფოტოზე კი, ვირს ცხვირზე საღებავი უკვე მოშორებული აქვს. გარდა ამისა, ზებრას ზოლები მეტად თანმიმდევრული და პარალელური განლაგებისაა.

ზოოპარკის ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს დამთვალიერებლების მოტყუების ფაქტს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევა ღაზაში 2-ჯერ, 2009 და 2012 წლებში მოხდა. 2013 წელს ჩინეთის ზოოპარკში დამთვალიერებლებს აფრიკული ლომის ნაცვლად, ტიბეტური მასტიფის ჯიშის ძაღლს უჩვენებდნენ. 20017 წელს კი, ჩინეთის ერთ-ერთ ზოოპარკში პინგვინების ნაცვლად, დამთვალიერებლებს მექანიკურად მოძრავ, პლასტიკურ პინგვინებს უჩვენებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები