LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეგვიპტური კომპანია საქართველოში ბიზნესპარტნიორს ეძებს

138

ეგვიპტური კომპანია საქართველოში ბიზნესპარტნიორს ეძებს. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, მათ მომართა ეგვიპტურმა კომპანიამ Asfour Crystal International, რომელიც დაინტერესებულია ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობით.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ცნობითვე, კომპანია 1961 წლიდან საქმიანობს და საკუთარი ტექნოლოგიით შექმნილი ბროლისგან ჭაღებს, კედლის ნათურებს, მაღალი ხარისხის ბიჟუტერიას, სხვადასხვა სახის სუვენირებს და სხვა პროდუქციას აწარმოებს.

თავად ეგვიპტური კომპანიის ინფორმაციით, Asfour Crystal International-ის პროდუქცია ხარისხითა და დიზაინით Swarovski-ს ანალოგს წარმოადგენს, თუმცა დაახლოებით 10-ჯერ უფრო იაფია-  ნედლეულისა და მუშა ხელის სიიაფიდან გამომდინარე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები