LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეიფელის კოშკი ტურისტებისთვის დაიხურა

367

ეიფელის კოშკი ტურისტებისთვის დროებით დაიხურა. მიზეზი პერსონალის გაფიცვაა. ორგანიზაციამ ტურისტებს დიდი ბოდიში მოუხადა, რადგან მათ ნაწილს ბილეთები წინასწარ ჰქონდათ შეძენილი და კოშკზე ასვლას კი ვერ შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ ეიფელის კოშკზე სულ 300 ადამიანია დასაქმებული. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების გაზრდას მოითხოვენ.

გარდა ამისა, პერსონალი უკმაყოფილოა იმითაც, რომ ხელმძღვანელობას მათთან დიალოგი არ სურს და მათ პრობლემებსაც უგულვებელყოფს. შეგახსენებთ, რომ ეიფელის კოშკს ყოველდღიურად 6 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს და მათი 80% უცხოელები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ კოშკის შემოსავალი ყოველდღიურად რამდენიმე მილიონი ევროა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები