LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

EISENBERG PARIS – სუნამო, რომელიც ზრუნავს ეკოლოგიაზე

231

ფრანგული ბრენდის EISENBERG PARIS-ის წარმომადგენელი ჟან ლუკ ტრონიონი ქართული მედიის წარმომადგენლებს შეხვდება. ღონისძიება 18-მაისს რესტორან-ლაუნჯ „აკადემიაში“ გაიმართება, სადაც ჟურნალისტები გაეცნობიან ბრენდის კონცეფციას, მისი შექმნის ისტორიასა და პროდუქტებს, რომლებიც ექსკლუზიურად პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ „ლუტეციაშია“ ხელმისაწვდომი.

როგორც ”ლუტეციაში” აცხადებენ, EISENBERG PARIS (აიზენბერგ პარიზი) პარფიმერულ მაღაზიათა ქსელმა „ლუტეცია“-მ ქართველ მომხმარებელს პირველად, 2015 წელს შესთავაზა. ეს არის ბრენდი, რომელიც წარმოდგენილია მოვლისა და პარფიუმერული საშუალებების ფართო სპექტრით.

”EISENBERG PARIS-ის კანის მოვლის საშუალებები გამოირჩევა 15-წლიანი კვლევის შედეგად შემუშავებული TRIO-MOLECULAR® ფორმულით, რომელიც შეიცავს სამ მოლეკულას. ეს აღმოჩენა არის EISENBERG PARIS-ის ექსკლუზივი და დაპატენტებულია მსოფლიოს მაშტაბით. იგი აღადენს, აჯერებს ჟანგბადით და ენერგიით მუხტავს კანს. ასევე როგორც ქალის ასევე მამაკაცის მოვლის საშალებები გამოირჩევა ძვირადღირებული და ბუნებრივი კომპონენტებით.

რაც შეეხება არომატებს – თითოეული EISENBERG PARIS-ის სუნამო ეს პარფიუმერიაში გარდაქმნილი ხელოვნებაა. ბრენდის დამფუძნებელმა, ჟოზე აიზენბერგმა – ხელოვნების თაყვანისმცემელმა დაავალა თანამედროე სამხატვრო ხელოვნების უდიდეს ფიგურას, ხუარეს მაჩადოს, გადმოეცა ნახატებში ის ემოციები რასაც იგი განიცდიდა სუნამოების შექმნისას”, – აღნიშნეს პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელში.

მათივე ინფორმაციით, EISENBERG PARIS ზრუნავს ეკოლოგიაზეც, ამიტომ ყველა ფკლაკონი თუ შეფუთვა დამზადებულია სუფთა ინგრედიენტებით, რომლებიც არ აბინძურებენ გარემოს და არ შეიცავენ მავნე ნივთერებებს. გარდა ამისა, „ლუტეცია“ მომხმარებელს 18, 19 და 20 მაისს EISENBERG PARIS-ის დღეებს შესთავაზებს, სადაც ამავე ბრენდის სრულ სპექტრზე გავრცელდება 40% ფასდაკლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები