LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ეივონი” თბილისში ახალ ოფისს გახსნის

460

კომპანია ”ეივონი” ახალ ოფისს გახსნის. როგორც ”ფორტუნას” ”ეივონიდან” აცნობეს, გახსნის ოფიციალური ცერემონია 2016 წლის 7 აპრილს, 12 საათზე კოსტავას ქუჩა 37/39-ში გაიმართება.

მათივე ცნობით, 2015 წლის კვლევის შედეგებით AVON გახდა N1 ბრენდი საქართველოს კოსმეტიკურ ბაზარზე. კვლევა ჩაატარა საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციამ „ევრომონიტორ ინთერნეიშენელ“-მა, რომლის შედეგების თანახმად ”ეივონი” უკვე მეორე  წელია ლიდერულ პოზიციებს ინარჩუნებს საქართველოს კოსმეტიკურ ბაზარზე.

კომპანია აღნიშნულ ფაქტს ახალი ოფისის გახსნასთან ერთად აღნიშნავს. ღონისძიების სტუმრებს  შორის კი იქნებიან   AVON   უკრაინისა და საქართველოს გენერალური დირექტორი კარინა ტაკოვენკო   და   AVON-ის რეგიონალური დირექტორი ელენა სტარკოვა. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან ცნობილი სახეები.

კომპანია ”ეივონი” 130 წელია არსებობს.  საქართველოს კოსმეტიკურ ბაზარზე კი ის 2008 წელს შემოვიდა.  „Avon products“-ი მოიცავს ისეთ  ბრენდებს, როგორებიცაა  ANEW, Avon Color, Avon Care, Skin-So-Soft, and Advance Techniques. კომპანიას  6 მილიონი დამოუკიდებელი წარმომადგენელი ჰყავს მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები