LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა აბშილავას მომავალმა მეუღლემ ქორწილი სიურპრიზად გაუკეთა

1170

„კომედი შოუს“ მსახიობი ეკა აბშილავა გათხოვდა. მისი ქორწილი ახლახან, შაბათს, 14 ნოემბერს შედგა. რესტორან „სორმონში“, რომელიც სწორედ ამ ქორწილით გაიხსნა, უამრავი ადამიანი შეიკრიბა წყვილისთვის ბედნიერების მისალოცად.

თავად ეკას ტელეფონი გათიშული აქვს, თუმცა წყაროსგან ქორწილის დეტალები შევიტყვეთ. ერთ-ერთი საინტერესო ამბავი ის გახლავთ, რომ სიძემ, ბაჩო კაპანაძემ მომავალ მეუღლეს საინტერესო სიურპრიზი მოუწყო. ეკამ გრანდიოზულ ქორწილამდე ორი დღით ადრე გაიგო, რომ ქორწილის გადახდა რესტორანში იგეგმებოდა. ბაჩომ ყველა სტუმარი გააფრთხილა, რომ ეკასთვის არაფერი ეთქვათ. ასე რომ, წესით, პატარძალს თეთრი კაბა არ უნდა სცმოდა, თუმცა რამდენიმე დღით ადრე მან მაინც შეიტყო და კაბის შეძენაც მოასწრო…

ქორწილში „კომედი შოუს“ თითქმის ყველა მსახიობი იმყოფებოდა. კიდევ ერთი უცნაური დეტალი ქორწილიდან, წყვილი მთელი საათნახევარი გაქრა ისე, რომ სტუმრებმა არ იცოდნენ, სად იყვნენ და შემდეგ უკან დაბრუნდნენ. ალბათ, მოგვიანებით ეკა თავად მოყვება ამ გაუჩინარების შესახებ.

ქორწილში დიზაინი თავად ბაჩოს ნახელავი გახლდათ, ის ინტერიერის დიზაინერი გახლავთ. რადგან ქორწილი სიურპრიზი უნდა ყოფილიყო, ბაჩომ ყველაფრის ორგანიზება საკუთარ თავზე აიღო.

როგორც შევიტყვეთ, წყვილი ნახევარი წელია, ერთად არის და დაქორწინება ახლახან გადაწყვიტეს…

„ფორტუნა“ ულოცავს მათ და ბედნიერებას უსურვებს!..

12188929_1031569750197920_2403774683898676439_n

bacho kapanadze 2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები