LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ბესელია ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების მშობლებთან შეხვედრის მზაობას გამოთქვამს

28

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია განმარტავს, რომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე პროცედურები დახურულ ფორმატში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით მიმდინარეობს.

ბესელია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე უმცირესობის მოთხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კანონმდებლობა ძალიან ფრთხილად არის დასაცავი.

„ოჯახის მიმართ განსაკუთრებულ თანაგრძნობას გამოვხატავ, საქმე შვილმკვდარ მშობლებთან გვაქვს. მათი მდგომარეობა ძალიან ტრაგიკული და ემოციურია. იცით, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით პროცესი დახურულია. შესაბამისად, საქმის გარემოებები არც ჩვენ არ შეიძლება ვიცოდეთ და არც ამ გარემოებებზე საჯაროდ საუბარი შეიძლება შესაბამისი ორგანოების მხრიდან, თუმცა პირადი კომუნიკაცია და პირადი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

მთავარი პროკურორის მხრიდან შეხვედრის შეთავაზება ძალიან სწორი ნაბიჯია, შეხვედრებისთვის ჩვენც მზად ვართ, თუკი ეს მიაჩნია რომელიმე მშობელს, რომ ეს მათთვის იქნება კარგი ან მათ ამის სურვილი ექნებათ. დანარჩენი მართლმსაჯულებას უნდა მივანდოთ და სასამართლოს, რომელსაც ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა აკისრია, ობიექტური რეალობა სინამდვილე დაადგინოს, ყველაფერს გააკეთებს, რომ სიმართლე დადგინდეს,” – განაცხადა ბესელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები