LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ბესელია : კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობა იქნება ძალიან ეფექტური

43

გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო უმრავლესობისგან ძალიან მაღალი ნდობის მანდატი აქვს, ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობა იქნება ძალიან ეფექტური, საჭიროებებზე და პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებული, ყველაფერს გააკეთებენ, რომ მოსახლეობამ იგრძნოს სიკეთე, რომელიც ჩვენი პოლიტიკით და ხედვით გვინდა შევთავაზოთ მათ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ამ წუთებში პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები