LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ბესელია – „ქართული ოცნების“ ყრილობის მთავარი განსაკუთრებულობა იქნება ის, რომ პარტიის მთავარ დამფუძნებელს ავირჩევთ თავმჯდომარედ

19

ხვალ რამე სიურპრიზი არ გველის, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ყრილობის მთავარი განსაკუთრებულობა ის იქნება, რომ თავმჯდომარედ პარტიის მთავარი დამფუძნებლის არჩევა მოხდება.

“ქართული ოცნების” წევრის განცხადებით, ახალი სახეები ხვალ დაგეგმილ ყრილობაზე არ დასახელდება. ყრილობა კი რეგლამენტის დაცვით ჩატარდება.

“ამ ყრილობის მთავარი განსაკუთრებულობა ორია – პარტიის თავმჯდომარედ “ქართული ოცნების” მთავარი დამფუძნებლის არჩევა, ეს მნიშვნელოვანი ეტაპია, რამდენადაც პარტიისთვის იქნება კიდევ უფრო მეტი კონსოლიდირების და ახალი რეფორმების დაწყების წინაპირობა. გარდა იმ აუცილებლობისა, რაც სჭირდება ყრილობას, რამე პომპეზური ელემენტები არ შეგვიტანია. რამე სიურპრიზი ხვალ მოსალოდნელი არ არის”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები