LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ხოფერია: „ეგებ, უშველოთ იოსებიძის ქუჩას…“

168

ეკა ხოფერია იოსებიძის ქუჩაზე შექმნილი ვითარების შესხებ წერს და იქვე ფოტოებსაც აქვეყნებს. ცნობილი სახის თქმით, იოსებიძის ქუჩიდან დიღმის ტრასავ მივიღეთ…

ეკა აღნიშნავს:

„პეკინის რეაბილტაციის შემდეგ იოსებიძის ქუჩიდან დიღმის ტრასა მივიღეთ! (არადა, ცალმხრივია და ის მოძრაობა და ნაკადი, რასაც თქვენ კადრში ხედავთ, დარღვევაა. კიდია ნიშანი, არ შეიძლებაო, მაგრამ მძღოლები მაინც უწყვეტ ნაკადად მოდიან და ვერც კი წარმოიდგენთ, რა ხდება ამ პატარა ქუჩაზე, სადაც გაქანებული მოძრაობაა ორმხრივი, ფეხით მოსიარულეები ჰაერში დავდივართ!

ჰოდა, მთავრობასთან პრეტენზიები სხვადასხვა საკითხზე გავიგე, მაგრამ აი, ასე მასიურად ყველა რომ ვარღვევთ კანონს, ეს როგორაა?) აქაურებმა მთხოვეს, ვთხოვო პატრულს, ჩადგეს იოსებიძის ქუჩის დასაწყისში და თავნება მძღოლები უკან მიაბრუნოს. ჰოდა, აი გადმოგეცით, გთხოვთ და ეგებ, უშველოთ იოსებიძის ქუჩას“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები