LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ხოფერია: „კარიერა და ოჯახი… ხანდახან ეს შესაძლებელია…“

68

ეკა ხოფერიას გადაღებაზე საბერძნეთში იმყოფებოდა, სადაც მას მეუღლე, მიშა ხუჯაძეც შეუერთდა. ეკამ თავისი თოქშოუს გვერდზე საბერძნეთში გადაღებული ფოტო განათავსა და დაწერა:

„კარიერა და ოჯახი) ხანდახან ეს შესაძლებელია. მე ვიყავი მივლინებით საბერძნეთში, ჩემი მეუღლეც ვარშავაში და ერთი დღით ჩამოფრინდა, გადავიკვეთეთ და, ცხადია, აკროპოლზე ერთად წავედით. ეს კადრი გადაღებებს შორის შუალედია.

საბერძნეთი ძალიან მაგარი ქვეყანაა, კრიზისი იგრძნობა, რა თქმა უნდა, მაგრამ ამინდი, ხალხი და გარემო ისეთია, წონის ამ კრიზისს) ძალიან მხიარული ხალხია, უყვართ სეირნობა, სულ რომ მცირე ხელფასი ჰქონდეთ, საღამოს ყავაზე აუცილებლად გავლენ, თან არა მარტო ახალგაზრდები, არამედ ასაკოვანი ხალხიც. პროდუქტები ძალიან გემრიელი და ჯანსაღი.

ჩვენი ემიგრანტები ძალიან ბევრს მუშაობენ, ენატრებათ აქაურობა, მაგრამ ამის მიუხედავად, არ კარგავენ ოპტიმიზმს, ცდილობენ, სულ კარგ ხასიათზე იყონ და ეს გამოსდით. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი მაინც იქაური ჰავის ამბავიცაა. საქართველოშიც ხომ ასეა, სიტყვაზე, იღვიძებ დილით, ბევრი საქმეა, ბევრი პრობლემა, გაიხედავ ფანჯარაში, მზეს დაინახავ და უკვე კარგ ხასიათზე ხარ. თქვენზე მოქმედებს თუ არა ამინდი?) მზემშვიდობისა, მეგობრებო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები