LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ხოფერია მეუფე პეტრესთან სტუმრობაზე კომენტარს აკეთებს – „ყველას მოსაწონი ვერ იქნები…“

67

ეკა ხოფერიას თოქშოუ ესტუმრა მეუფე პეტრეს, რომელმაც მცირე ხნის წინ საზოგადოება თავისი სკანდალური განცხადებებით აალაპარაკა ეკლესიაში არსებული დაპირისპირებების შესახებ. ინტერნეტში ვრცელდება ამონარიდი გადაცემიდან, სადაც მეუფე პეტრე იმ კარეტის შესახებ საუბრობს, რომელიც მისი თქმით, ერთ-ერთმა ბიზნესმენმა აჩუქა და მისი დამზადება და პოლონეთიდან ტრანსპორტირება ჯამში 15 000 ლარი დაჯდა.

სროგორც ჩანს, ამ გადაცემის გამო კრიტიკა თავად გადაცემის წამყვანმაც დაიმსახურა, ამიტომაც თავისი თოქშოუს გვერდზე ეკა ხოფერიამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„დილამშვიდობისას ნაცვლად) დიდი გამოხმაურება მოჰყვა გუშინდელ გადაცემას, რასაც ველოდით, ცხადია. ასეც უნდა იყოს, თემა ისაა საინტერესო, აზრთა სხვადასხვაობას რომ იწვევს და დაგაფიქრებს, ახალ თემებს აჩენს სამსჯელოდ. შემდეგი გადაცემა, სავარაუდოდ, არანაკლები განხილვის საგანი გახდება, მერე პირობითად მეორე მხარე „აღშფოთდება“, ნეტავ, რისი თქმა უნდოდა გადაცემით ავტორს. სათქმელი კი თავად ინტერვიუა და იქ მოყოლილი ამბები, თუკი სურვილია, ვისურვებდი, ნაკლებად აგრესიულები ვიყოთ (აქაურობას ნამდვილად არ ეხება, ჩემდა საამაოდ, ყველაზე ტაქტიანი და საინტერესო ადამიანები არიან გაწევრიანებულნი ამ გადაცემის გვერდზე, რისთვისაც მადლობა თქვენ). სხვა მხრივ კი ყველას მოსაწონი ვერ იქნები და არც უნდა იყო. და მაინც დილა მშვიდობისა, მეგობრებო“ – აღნიშნულია ეკა ხოფერიას სტატუსში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები