LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ხოფერია ნანუკა ჟორჟოლიანს პასუხობს – ბრძოლა რეიტინგებით გრძელდება!..

392

ახლახან ნანუკა ჟორჟოლიანმა გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც აღნიშნა, რომ არ არის ადვილი, მოუგო იმ გადაცემას, რომლის სტუმარიც ნინო ჩხეიძე იყო, მაგრამ მან ეს შეძლო. ამის საპასუხოდ, ეკა ხოფერიამ გადაცემიოს რეიტინგები გამოაქვეყნა, სადაც მისი შოუ მეექვსე ადგილს იკავებს, ხოლო ნანუკას გადაცემა – მეათეს. ეკა ხოფერიას თოქშოუს რეიტინგი, ამ მონაცემების მიხედვით, ეკას ორი პროცენტით მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე ნანუკას.

ეკამ დაწერა:

„მადლობა ამ გადაცემის სტუმრებს და ჩემს მაგარ გუნდს! ძალიან კარგი ნამუშევარი იყო და რეიტინგიც შესაბამისი❤️ განსაკუთრებული მადლობა კლიპებისთვის ჩემს სუპერბიჭებს: მაზმის, ხაბეს, გოქას, თემოს Inga Shanidze Temur Charelashvili“.

ეკას სტატუსს გამოეხმაურა ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელმაც სხვა რიეიტნგი გამოაქვეყნა, სადაც ნანუკას შოუს 12,93%, ხოლო ეკა ხოფერიას შოუს 12,32% აქვს. ნანუკა აღნიშნავს, რომ ასე ხდება, როცა ბაზარზე ორი სხვადასხვა მთვლელი მუშაობს. შეგახსენებთ, რომ ამ ორ არხს რეიტინგებს სხვადასხვა კომპანია უთვლის და შედეგებიც ყოველთვის განსხვავებულია.

ეკა ხოფერიამ დაწერა: „მე ჩემი მყავს, შენ შენი“, „ზუსტად“ – უპასუხა ნანუკამ.

მაყურებელი კი გაურკვევლობაშია, რომელმაც გადაცემამ მოიგო, აშკარაა, საიდუმლოდ რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები