LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ხოფერიას აქტუალური ბლოგი – რამდენად კარგია ბავშვების ბევრ წრეზე ტარება

444

„გამარჯობა! შესავლის გარეშე და პირდაპირ )

რამდენ წრეზე დაგყავთ შვილები ? ჩემთან ასეთი ამბავია: უფროსი, რომელსაც შარშან ფეხის ტრამვა ჰქონდა, მხოლოდ ცურვაზე და დაემატება ინგლისური ცალკე. უმცროსი დადის სკოლის სკოლის ფეხბურთზე, ცალკე ფეხბურთზე და ცურვაზე. ცურვა შევუმცირე და დადის კვირაში ერთხელ( ამდენი დატვირთვა ფიზიკური არაო, თქვა ექიმმა მამამ) და ინგლისური დაემატება. ძალიან მინდა ვატარო ან იაროს მასწავლებელმა მუსიკა/სიმღერა , ამის გარეშე ვერ წარმომიდგენია ჩემი ოჯახი) მაგრამ! ირგვლივ რაც მესმის, ბევრად მეტ წრეზე დადიან ბავშვები , ჰოდა, თუ ჩემ მეგობრებშიც ხართ ასეთები, მომწერეთ. რამდენზე და როგორ ასწრებენ? ზედმეტად ხომ არ ვტვირთავთ ბავშვებს ან იქნებ პირიქით, იყვნენ სულ რაღაც საინტერესო ამბით დაკავებულნი?“

ეკა ხოფერიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ამ საინტერესო შეკითხვას უამრავი მშობელი გამოეხმაურა. როგორც ჩანს, ეს საკმაოდ აქტუალური თემაა. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს, რომელიც ამაში დაგარწმუნებთ.

ხატია მოისწრაფიშვილი:

„მარიამი ალბათ 7-8 წლის იყო, დაიწყო თვალების პაჭუნი:)) გავაქანეთ ლაჭყებიანთან (საოცარი ექიმი იყო). რომ მომისმინა, ბავშვს რა დატვირთვით „ვამუშავებდი“, ერთი კითხვა დამისვა, ეზოში სათამაშოდ როდის ჩადისო:)) რა თქმა უნდა, ეზოსთვის ერთი წუთიც არ რჩებოდა. მითხრა, ბავშვი ეზოში გაუშვი და მკურნალობის კურსს შენ დაგიწერო. პ.ს. რომ მახსენდება მისი სიტყვები, ახლაც მეცინება, თუმცა დატვირთვის თვალსაზრისით არც მაშინ და არც ახლა, არაფერი შემიცვლია“.

თეონა რუხაძე- გელოვანი:

„ასეთი ფორმულა გამოვიყვანე – უმთავრესია ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი იყოს, რაც ესიამოვნება, ის აკეთოს სკოლის შემდეგ. უფროსები, რომლებიც უკვე დიდები არინ 25, 23, 19 ძალიან დატვირთულები მყავდა, განსაკუთრებით ბიჭები…. ახლა ელე მყავს 9 წლის და ფრანგული სკოლის გარდა (ენების პრობლემა მოგვარებულია), დადის ტანვარჯიშზე, რომელზეც გიჟდება, ხატვაზე (სკოლაშივე), თეატრალურ სტუდიაში, სადაც ვოკალის გაკვეთილებიც აქვთ და სხვა მრავალი ფანტასტიკური საგანიც და ვერაფრით ელევა ბალეტს (ესეც სკოლაში)…. ფრიად მოწადინებულია ისწავლოს დაკვრა ფორტეპიანოზე და ამოჩემებული აქვს რუსულის სწავლა“.

თეონა მაჩიტიძე:

„მე ჩემი ბავშვობისას გეტყვით, ჯერ ჩემი შვილები ბაღში დადიან. დავდიოდი რუსულზე 4 წლიდან, ინგლისურზე 7 წლიდან, ცეკვაზე 7 წლიდან და 6 წელი ვცეკვავდი. ვოკალზე ასევე 6 წელი ვიარე. ქართულში მომზადება დავიწყე 6 კლასიდან, ცეკვას რომ დავანებე თავი. საბოლოო ჯამში ყველა მათგანი გამომადგა ცხოვრებაში. საუკეთესო მეგობრებით დაწყებული, მოგონებებიც არაჩვეულებრივი დამიტოვა. ყველაფერს ვასწრებდი და სათამაშოდაც მრჩებოდა დრო. ჩემს ბავშვობაში კომპიუტერი არ იყო, თავისუფალ დროს ვკითხულობდი“.

თიკო გოგუაძე:

„არ ვეთანხმები უამრავ წრეზე ბავშვების ტარებას და არც დამყავს, არ ეთანხმები როგორც მშობელი და როგორც ნეიროფსიქოლოგი:)) ისედაც სულ ვაჩქარებთ ბავშვებს და ვართმევთ ბავშვობას, ეტაპობივრად ვაპირებ დავამატო ბავშვისთვის სასურველი წრეები ,მისი ნერვული სისტემის შესაბამისად“.

მი რა:

„არ მიმაჩნია სწორად – ოღონდაც კომპიუტერთან ნუ დაჯდება და მასწავლებლებთან დავტვირთე-ო, რომ ამბობდნენ მშობლები. მე ვაძლევ დროს და უფლებას (რაც ისედაც მისია) – შეიგრძნოს, რომ ბავშვია და თამაში მეტად სჭირდება. მასწავებლიდან მასწავლებელთან ჯდომაც არაა კარგი. სკამის ფორმა აქვთ ბავშვების ხერხემლებს…“

თამუნა ჭაჭია:

„ვფიქრობ, სჯობს დატვირთულები იყვნენ. ჩემი ბიჭი 11 წლისაა და სულ ცდილობს, ტელეფონში ითამაშოს ამიტომ მაქსიმალურად დატვირთულია. ორშაბათი-ოთხშაბათი-პარასკევი-სკოლა, მათემატიკა, მასწავლებელი, რომელუც ამეცადინებს ყველაფერში მათემატიკის გარდა. რაგბი. სამშაბათი-ხუთშაბათი-სკოლა, მათემატიკა, მასწავლებელი, ინგლისური. შაბათ-კვირას „წიგნების თაობა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები