LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ხოფერიას გოგონა 18 წლისაა – „ნუნიკას ვეღარ დავუძახებ…“

201

ეკა ხოფერიას უფროს ქალიშვილს 18 წელი შეუსრულდა. ის ეკას პირველი ქორწინებიდან ჰყავს გიორგი ლევიძესთან. ანანო ძალიან ლამაზი გოგონაა და ორივე მშობელს ჰგავს. ის საზღვარგარეთ სწავლობს.

ეკას მეორე ქორწინებიდან ექიმ მიშა ხუჯაძესთან ორი ბიჭი ჰყავს.

როგორც ეკა წერს:

„ის ასაკია, როცა ნუნიკას ვეღარ დაუძახებ) დღეს 18 წლის გახდა და ანა ლევიძის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. გილოცავ, დედა, მიყვარხარ ძლიერ და გარდა იმისა, რომ ცხოვრებაზე მეტი ხარ ჩემთვის, მაგრადაც მომწონხარ) 4 აგვისტო – ანა ლევიძე 18 წლისაა“.

ეკამ ნუნიკას კიდევ ერთი, უფრო ვრცელი სტატუსი მიუძღვნა:

„ჩვენ ერთმანეთი 18 წლის წინ 4 აგვისტოს გავიცანით. ზუსტად ვიცოდი, რომ გოგო მეყოლებოდა და ზუსტად ვიცოდი, რომ ანანოს დავარქმევდი. ერთად ბევრი რამ გამოგვივლია. იყო ერთი თვის, „რუსთავი ორზე“ რომ დავიწყე მუშაობა და 2 თვის პირველად მარტო რომ დავტოვე ბებია-ბაბუასთან. სულ მგონია, რომ დავაკელი, სულ ერთგვარი კომპლექსი მქონდა, არ მახსოვს პირველი კბილი, პირველი სიტყვა. მაგრამ პირველი გავლა მახსოვს) გამიმართლა, მაშინ შვებულება მქონდა.

ამას წინათ ჩემი ნაცნობი მეკითხება, სამსახურმა მომთხოვა ვიცხოვრო ბათუმში, ძალიან საპასუხისმგებლო სამსახურია და დაკარგვაც არ მინდა, მაგრამ ერთი წლისაა შვილი და რა ვქნაო? რა გგონიათ, რა ვუპასუხე? არა, მეთქი, არ გიღირს. ამ დროის და ამ საათების მოკლებად არ ღირს. კი, რა თქმა უნდა, არ მექნებოდა სიტყვაზე ბინა, რომელიც ჩემი ფულით შევიძინე, ვერ წავიყვანდი ბევრ ადგილზე… მაგრამ რისი თქმა მინდა, იცით? დამქირავებელსაც უნდა სწორად დაუყენო შენი პირობები და ოჯახი, ბავშვები ყოველთვის პრიორიტეტულია. ან შეძლო და სწორად გადაანაწილო დრო. იდეაში ერთწლიანი(???) ტვ პაუზაც ამიტომაც ავიღე; გარდა იმისა, რომ მინდა ჰოლდინგი კარგად მოვაძლიერო და ასე შემდეგ, მინდა შვილებს მივხედო, მეშინია რამე მნიშვნელოვანი არ გამომეპაროს, ანანო 18 წლისაა, ეწყება მნიშვნელოვანი ეტაპი სწავლისა, ბიჭები 8 და 6 წლის, კარგად მინდა დავაკვირდე, ვის რა ძლიერი მხარეები აქვს, სად სჭირდებათ ჩემი დახმარება, რჩევა…

ეკა, ყველაფერს როგორ ასწრებო, მეუბნებოდნენ ხშირად. ჰოდა, არაა ასე. ყველაფერს მაგრად ვერ მოასწრებ, დგება მომენტი, როცა რაღაც პრიორიტეტიც უნდა წამოწიო წინ, მაგრამ საქმეც არ დაივიწყო, ცხადია)

ანანო კი მინდა მყარად იდგას ფეხზე, კარგი განათლება მიიღოს, იყოს დამოუკიდებელი და დარწმუნებული თავის არჩევანში, იყოს ჯანმრთელი და იყოს ბედნიერი!

ამასვე ვუსურვებ თქვენს შვილებს, აკოცეთ მათ მაგრად და არ დაივიწყოთ, ისინი მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები