LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა მამალაძე „თბილისური ეზოს“ მორიგი სტუმარია

141

3 ნოემბერს, ეკა მამალაძე, „არტარეას“ პროექტის, „თბილისური ეზოს“ ბოლო სტუმარი იქნება ამ სეზონზე. მომღერალი მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს იეთიმ გურჯის ქუჩაზე ეპატიჟება.

„თბილისური ეზოს“ სტუმარი, ეკა მამალაძესთან ერთად, რომელიც თავისი რეპერტუარიდან სიმღერებს შეასრულებს, ასევე იქნება ცირა ელისაშვილი, რომელიც საინტერესო ამბებს მოუყვება დამსწრე საზოგადოებას თბილისური ეზოს უნიკალური ისტორიებიდან.

საღამოს მონაწილეები ასევე არიან: ნინო გულიაშვილი (ფორტეპიანო), დასარტყამი ინსტრუმენტები: ზაზა ცერვაძე, ბასგიტარა: ლევან დეისაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები