LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა მამალაძის საღამო თბილისის ისტორიის მუზეუმში

186

14 იანვარს, თბილისის ისტორიის მუზეუმმა ეკა მამალაძის სოლოკონცერტს უმასპინძლა. მომღერალი მსმენელის წინაშე თავისუფალ გარემოში წარდგა და აღნიშნა კიდეც, რომ ამ დღეს მის სახლში მუდამ ბევრი სტუმარი იყო, მათი ნაწილი გუშინდელ კონცერტსაც ესწრებოდა და ძალიან უნდოდა, საკუთარი საახალწლო კონცერტით შინაურული გარემო და განწყობა შეექმნა.

სამწუხაროდ, ეკა მამალაძის კონცერტს ვერ ესწრებოდა ნანი ბრეგვაძე, ჯანმრთელობის მცირე პრობლემის გამო, თუმცა, როგორც ეკამ აღიარა, როცა ნანი დარბაზში არ არის, ის ბევრად უკეთ მღერის… კონცერტზე არ გახლდათ ეკას ქალიშვილი, ნატალია ქუთათელაძე, რომელიც აშშ-ში სწავლობს.

ეკა მამალაძემ ცნობილი ქართული კლასიკური სიმღერების ნაწილი მხოლოდ კლავიშის აკომპანემენტით წარმოგვიდგინა, ნაწილი – ბასისტ ლევან დეისაძესა და დრამერ ზაზა ცერცვაძესთან ერთად, რამდენიმე კომპოზიცია კი კომპოზიტორ მიშა მდინარაძის ჯგუფ „ბარაკას“ თანხლებით, რომლის სოლისტ მიშო ჯავახიშვილთან დუეტებით მსმენელმა განსაკუთრებით ისიამოვნა. საღამოს მთავარმა მასპინძელმა დარბაზში, პირველ რიგში მჯდომი პიანისტი, დათუნა ალადაშვილი ჯერ გამოიცეკვა, შემდეგ კი სცენაზე იხმო და მისი აკომპანემენტის თანხლებით სიმღერა შეასრულა.

როგორც ყოველთვის, ახლაც, ეკა მამალაძე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა შავ პიჯაკსა და ხავერდის შარვალში.

საღამოს ბოლოს მან იმ კომპანიებს გადაუხადა მადლობა, რომელთა დახმარების გარეშეც საღამო ვერ შედგებოდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები