LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა მიშველაძე : ვეტო არ ნიშნავს მტრობას

29

პრეზიდენტის ვეტო არ ნიშნავს მტრობას, ეს არის საკანონმდებლო პროცესში დახმარება – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.

”უმჯობესი იქნებოდა ზოგადად იმის გააზრება, თუ რას ნიშნავს ვეტო. ვეტო კი ნიშნავს არა მტრობას, არა პოლიტიკურ დაპირისპირებას, არამედ ეს არის საკანონმდებლო პროცესში დახმარება, უკეთესის შექმნის კონსტიტუციური მექანიზმი. შესაბამისად, პრეზიდენტის მოტივაცია ვეტოს გამოყენების დროს ყოველთვის არის თანამშრომლობის მცდელობა, რაც ძალიან ჩვეულებრივი პროცესია დემოკრატიულ სახელმწიფოში. სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ ვერ მოხდა ამ მარტივი ჭეშმარიტების გააზრება, რომ დემოკრატია სწორედაც გულისხმობს განსხვავებული აზრის ქონას, მიღებას და პოლიტიკურ დისკუსიას”, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები