LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა შონია: „დაიწყო შეტევა და შეკითხვები – რატომ გადაგყავთ უფანჯრო „ჯურღმულიდან“ თანამშრომლები ფანჯრიან ოთახში?“

123

„პირველი არხის“ ჟურნალისტი, ეკა შონია წერს საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მიმდინარე ძირეულ ცვლილებებზე და უკვირს, რატომ ეწინააღმდეგებიან ამდენი წლის განმავლობაში პირველ რადიკალურ ცვლილებებს არხზე, რომელსაც ეს ყველაფერი ძალიან სჭირდება.

ეკა აღნიშნავს:

„რაც თავი მახსოვს, მუდმივად ვუყურებდი და ახლაც ვუყურებ დაბეჩავებულ, დაჩმორებულ, გაპარტახებულ, გაღარიბებულ, დანგრეულ, კომუნიზმში ჩარჩენილ პირველ არხს (თავისი СССР-ებით ყველა სართულზე), მოგვიანებით კი უკვე საზოგადოებრივ მაუწყებელს… რომელშიც არასოდეს არც ერთი მენეჯმენტის დროს თითი თითზე არ დადებულა და ელემენტარული პირობები არ შექმნილა აქ დასაქმებული ადამიანებისთვის… არა გათბობა, არა გაგრილება, არა სკამი, არა მაგიდა, არა კომპიუტერი, არა კამერა, არა მიკროფონი, არა ჩართვის აპარატი, არა მანქანა, არა ხელფასი, არა პრემია, არა მადლობა, რომ ამ პირობებშიც კი ეს ადამიანები ახერხებენ და აკეთებენ საქმეს. ეს კიდევ უფრო კარგად გავაცნობიერე, როდესაც აქ მოვედი… ამას არასოდეს, არავინ, არც ერთ ეტაპზე არ აპროტესტებდა ღიად…ნუ მე არ მახსენდება, თუ ვცდები, მომიტევეთ…

ახლა, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის ისტორიაში, ძალიან სერიოზული ცვლილებების ეტაპია, ტექნიკური გადაიარაღებიდან დაწყებული ახალი შენობითა და არხის შინაარსობრივი კონცეფციით დამთავრებული, სწორედ ახლა დაიწყო შეტევა და შეკითხვები – რატომ გადაგყავთ უფანჯრო „ჯურღმულიდან“ თანამშრომლები ფანჯრიან ოთახში? რატომ ხარჯავთ ფულს იმისთვის, რომ „მოამბის“ ჟურნალისტებმა უსაფრთხოდ იმგზავრონ ახალი მანქანებით? რატომ უმატებთ ხელფასს არსებულ სტაფს? რატომ ცდილობთ, რომ არხი გახდეს რეიტინგული და ხარისხიანი? მოკლედ, ამ „გულდათუთქული“ შეკითხვების საპასუხოდ ყველას გეტყვით, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და მუშაობას თითოეული თანამშრომლისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად, არსებული ძალიან მაგარი რესურსის გამოყენებით, ჩვენ შევქმნით ახალ, ნამდვილად საზოგადოებრივ ტელევიზიას… ნუ შეგეშინდებათ, ეს ხომ თქვენი საზოგადოებრივი მაუწყებელიც იქნება, რომელიც ალბათ ძალიან მოგეწონებათ, მაგრამ მაინც არასოდეს აღიარებთ!!!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები