LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა

99

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, ეკა ზღულაძემ, უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა და ის საქართველოს მოქალაქეობას იბრუნებს.

ამის შესახებ  უკრაინის მთავრობის კაბინეტის წარმომადგენელმა,  დროებით ოკუპირებული ტერიტორიების და უკრაინის დროებითი დევნილების საკითხებში მინისტრის მოადგილემ, იური გრიმჩაკმა “მე-5 არხთან” განაცხადა.

ინფორმაციის თანახმად, ზღულაძის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ  ეკა ზღულაძე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ 2014 წლის დეკემბერში დაინიშნა. 2016 წლის მაისში კი ეს თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

2006-2012 წლებში ზღულაძე საქართველოს შს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2012 წლის 19 სექტემბერიდან 25 ოქტომბრამდე, ბაჩო ახალაიას გადადგომის შემდეგ, ის მინისტრის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები