LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეკლესიაში განხეთქილების შემომტანი მოწამეობრივი სიკვდილითაც ვერ ჩამოიბანს ცოდვას”

57

ეკლესიაში განხეთქილების შემომტანი მოწამეობრივი სიკვდილითაც რომ აღესრულონ, ცოდვას ვერ ჩამოიბანენ – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკუთარ სააღდგომო ეპისტოლეში დაწერა.

„საერთოდ, ცოდვა მომდინარეობს იქედან, რომ ადამიანი თავის თავს უფრო ბრძნად მიიჩნევს, ვიდრე ღვთის მცნებები და კანონებია. ასეთნი საკუთარ წესებსა და კანონებს გვთავაზობენ ან თავის ნააზრევს ღმერთს მიაწერენ. ამ მხრივ ყველაზე დიდი დანაშაული არის ეკლესიაში განხეთქილების ან მწვალებლობის შემოტანა. ამის ჩამდენნი მოწამეობრივი სიკვდილითაც რომ აღესრულონ, ცოდვას ვერ ჩამოიბანენ.  ასევე უდიდესი ცოდვაა ქვეყნის მტრობა და მისი ერთიანობის დარღვევის მცდელობა,“ – წერს

მისივე თქმით, ვნებათა შორის ყველაზე დაფარული და გავრცელებული პატივმოყვარეობაა. ასეთი კაცი ყოველთვის საკუთარ „მეს“ უკმევს გუნდრუკს, თუმცა ცდილობს, ეს დაფაროს და სხვათა თვალში კეთილმსახურად გამოჩნდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები