LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკო ფანგანი: „ჩემმა გუნდმა როცა წააგო, 81 კილოიანი სიმძიმეებით ვივარჯიშე“

790

„ჩემმა გუნდმა როცა წააგო, მეორე დილით ადრე, ავდექი და 81 კილოიანი სიმძიმეებით ვივარჯიშე“

ტელეწამყვანი ეკო ფანგანი, თბილისში ერთ-ერთ ულამაზეს მანდილოსნად ითვლება. ეკო „დღის შოუს“ ეთერიდან მაყურებელს, თავის მოვლასთან დაკავშირებულ რჩევებს სისტემატიურად აძლევს. ბოლო დროს ეკო ვარჯიშმა გაიტაცა, რაც მის გარეგნობაზე კიდევ უფრო უკეთესად აისახა. ტელეწამყვანი „მიუზიკ ბოქსს“ ესაუბრა:

– ეკო, რატომ გადაწყვიტეთ აქტიურად ჩართვა ჯანსაღის ცხოვრების სტილში?

– ჩემი სამსახურიდან გამომდინარე საზოგადოებას მუდმივად ვაძლევ რჩევებს ჯანსაღი ცხოვრების წესისა და თავის მოვლასთან დაკავშირებით. სხვადასხვა კლინიკებიდან ხშირად მაქვს სიუჟეტები, მაგრამ ყველა პროცედურას თავად არ ვიტარებ. იმიტომ რომ ბევრი ნემსებიც არ არის სასარგებლო ადამიანისთვის. რაც შეეხება ვარჯიშს, სულ მინდოდა ვარჯიშის დაწყება, მაგრამ ყოველთვის მეზარებოდა. ზაფხულში ჯერ იოგაზე დავიწყე სიარული, შემდეგ ფიტნესზე, კვირაში სამჯერ იოგაზე დავდიოდი, სამჯერ ფიტნსზე და ეს კომბინაცია ძალიან ეფექტური აღმოჩნდა. მიღწევებიც აღმომაჩნდა და ამის გამო უფრო მეტი სტიმულით დავიწყე ვარჯიში. მერე ზაფხული მოვიდა წავედი დასასვენებლად და დეკემბრიდან ისევ გავაგრძელე. მინდა იოგაზეც ვიარო, მაისორის სტილის ვარჯიშებზე დავდიოდი, მაგრამ სამსახურის გრაფიკიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ვერ მოვხვდი იოგის ამ ჯგუფში. ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები